
აშშ-მა მადუროს დაკავებაზე 15 მილიონიანი ჯილდო დააწესა
26/03/2020 16:12:22 მსოფლიო
აშშ-მა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობასა და ტერორიზმში წაუყენა ბრალი და მის დასაკავებლად ჯილდოს სახით 15 მილიონი დოლარი დააწესა,– იუწყება BBC.
როგორც აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა განმარტა, კორუმპირებული და ბრუტალური რეჟიმის ხელმძღვანელობაში ნიკოლას მადუროსთან ერთად ბრალი მისი ხელისუფლების წევრებსაც მიუძღვით.
როგორც აშშ-ში აღნიშნავენ, მას შემდეგ, რაც ამერიკული სანქციების შედეგად ნავთობის რეალიზაცია მნიშვნელოვნად შეიზღუდა, რეჟიმის ლიდერები ნარკოვაჭრობის საშუალებით იღებენ შემოსავალს.