
ქართულ ციხეებში განსაკუთრებული პირობები შესაძლოა, 3 აპრილის შემდეგაც გაგრძელდეს
27/03/2020 09:19:47 სამართალი
ქართულ ციხეებში განსაკუთრებული პირობები შესაძლოა, 3 აპრილის შემდეგაც გაგრძელდეს. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
„როგორც იცით, განსაკუთრებული პირობების დროს ციხეებში აკრძალულია და აკრძალული რჩება პაემნები, რამაც გამოიწვია სერიოზული დისკომფორტი ჩვენს მსჯავრდებულებში, ასევე ნაწილობრივ ბრალდებულებში და ჩვენ შესაბამის კომპანიასთან მოლაპარაკების გზით, ნაწილობრივი კომპენსირება ამ დისკომფორტისა მოვახერხეთ და 16 მარტიდან მიმდინარეობს შეღავათი, რომელიც გულისხმობს 15-წუთიან უფასო სასაუბრო დროს ყოველი თვის განმვალობაში. ამ შეღავათის გაგრძელებაზე მუშაობას ვაპირებთ მომავალში, რათა ეს ჩაკეტილობა და მისგან გამოწვეული ოჯახთან კონტაქტის არარსებობა რამენაირად კომპენსირებული იყოს ჩვენი პატიმრებისთვის. განსაკუთრებული პირობები ციხეებში ასევე გულისხმობს იმას, რომ ვერც ერთი ახალ დაკავებული და ახალმისჯილი პატიმარი, უკვე მეოთხე კვირა დაიწყო, ვერ შედის ძველ კონტიგენტთან, ვიდრე 21-დღიან საკარანტინო პერიოდს არ მოიხდის. მინდა, ოჯახებისთვის განვმარტო, რომ ეს არ გახლავთ ის საკარანტინო სივრცე, რომელსაც ციხის ენაზე ტრადიციულად უწოდებენ კარანტინს. ეს არის ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსი, შესაბამისი პირობებით, რომელიც მოწყობილია მიმღებ ციხეებში, იქ არის როგორც კანონმდებლობით, ასევე ევროპული კონვენციით დაცვით შექმნილი პირობები ჩვენი პატიმრებისთვის. იქ ახალი პატიმრები ატარებენ 21 დღეს და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ არავითარი საეჭვო სიმპტომები არ გამოუვლინდებათ შეერევიან ძველ კონტიგენტს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, პატიმრები, რომლებსაც საევჭო სიმპტომები ციხეში მოსვლისას გამოუვლინდებათ, ვერც ერთი ვერ ხვდება ციხის ტერიტორიაზე:
„ისინი მაშინვე მივლინებულნი არიან ერთ-ერთ სამოქალქო კლინიკაში, სადაც დღემდე სულ 26 ახალი პატიმარი იქნა მივლენილი, ექვსი უკვე გაეწერა და არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა ვირუსი. გაწერილი პატიმრებიც პირველ რიგში გაივლიან ციხის ტერიტორიაზე, ცალკე სივრცეში სამედიცინო საკარანტინო რეჟიმს, 21 დღის განმვალობაში. მინდა ვუთხრა პატიმრებს, მათ ოჯახებს, მაქსიმალური ყურადღება ექცევა იმას, რომ გარედან შიგნით არ მოხდეს ვირუსის შეტანა“.
მისივე თქმით, სიახლეა ის, რომ 20 მარტიდან არც ერთი თანამშრომელი, რომელსაც სამსახურში მისულს დილით აღმოაჩნდება რაიმე სიმპტომი, ისინი მოწმდებიან სპეციალურად ამისათვის მოწყობილ ციხის გარეთ სამედიცინო პუნქტებში, არ დაიშვება პატიმართან სამუშაოდ.
„20 მარტიდან დღემდე ასეთი 100-მდე თანამშრომელი იქნა სახლში გაბრუნებული, ხოლო 80-მდე დაცვის თანამშრომელი იქნა ჩამოცილებული ციხის პერიმეტრს. კიდევ და კიდევ, რათა პატიმრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნას დაცული. 23 მარტიდან აიკრძალა დამლაგებლების შეშვება ციხეებში, რაც გულისხმობს იმას, რომ ის კერძო კომპანია და ათეულობით დამლაგებელი, რომლებიც შედიოდნენ დაწესებულებაში, ისინი 23 მარტიდან აღარ ხვდებიან დაწესებულებაში. კერძო კომპანია გვაწვდის შესაბამის საშუალებებს და ციხის ადმინისტრაცია, საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობებით, უზრუნველყოფს ციხის დალაგებას“, – განახცადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, 24 მარტიდან აკრძალა პატიმრების გაყვანა სასამართლოებში:
„ამ პროცესში მონაწილეობისთვის მადლობა არა მხოლოდ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, არამედ პროკურორებს, მოსამართლეებს, მოსამართლეთა თანაშემწეებს, ადვოკატებს და თავად პატიმრებს, რადგან ჩვენ სამ დღეში შევძელით და 95 სასამართლო პროცესი ჩავატარეთ ონლაინ-რეჟიმში. კორონავირუსის აღმოფხვრამდე არც ერთი პატიმარი არ გავა სასამართლო პროცესზე. ეს არის წესი, რომლსაც გამონაკლისი ვირუსის აღმოფხვრამდე არ ექნება“.
"გარდა ამისა, პატიმრების ოჯახის წევრები მინდა დავამშვიდო, რომ ციხეებში საკმარისი მარაგია საჭმელის და მედიკამენტების", – განაცხადა მინისტრმა და პატიმრებს ერთმანეთთან დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.