Accentnews.ge
გალში ჰუმანიტარული ტვირთი მიიღეს: „შიშველი ხელებით აღარ ვართ“

გალში ჰუმანიტარული ტვირთი მიიღეს: „შიშველი ხელებით აღარ ვართ“

27/03/2020 12:03:33 კონფლიქტები

ოკუპირებულ გალში, სოფელ საბერიოს კლინიკაში ფონდის “მოძრაობა მომავლისთვის (მომო)” შეგზავნილი სამედიცინო ინვენტარი მიიღეს. ამის შესახებ „აქცენტს“ საავადმყოფოში განუცხადეს.

კლინიკაში ამბობენ, რომ ვინაიდან ამჟამად საოკუპაციო ხაზი ჩაკეტლია და მოქალაქეებს გადაადგილების შესაძლებლობა არ აქვთ, მიმართვიანობა ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებში გასამმაგებულია, სამედიცინო ინვენტარი კი – დეფიციტური. შესაბამისად, მსგავს ჰუმანიტარულ ტვირთებს ადგილობრივებისთვის, მათ შორის – მედპერსონალისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„მედპერსონალისთვის სასტერილიზაციო და ერთჯერადი მოხმარების სამედიცინო საშუალებები – ბახილები, ხალათები, ნიღბები, ქუდები, თეთრეული... მივიღეთ. მაღალი ენთუზიაზმით განვეწყვეთ, რადგან შიშველი ხელებით აღარ ვართ. მიღებულ სამედიცინო საშუალებებს სხვა ამბულატორიებსაც გადავუნაწილებთ. ჩვენთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რეგიონში თავად პერსონალის დეფიციტია და აქ რომ რომ რაღაც მოხდეს, ჩათვალეთ, რომ მთელი დაწესებულება პარალიზებული იქნება. ამ ეტაპზე სეზონური რესპირატორული ინფექცია ფიქსირდება, თუმცა ჯანმოს პროტოკოლით, დღეს უკვე ყველა რესპირატორულ ინფექციაზე უნდა გაკეთდეს ტესტირება, რისი შესაძლებლობაც ჯერ არ გვაქვს და თუ სხვადასხვა ორგანიზაციები და სახელმწიფო თუნდაც 200 ტესტის შემოტანაში დაგვეხმარება (იმ პაციენტებისთვის მაინც, ვისაც ორი–სამი დღე უფიქსირდება ცხელება), ეს მართლაც მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება იქნება“,– აცხადებენ კლინიკაში.

ფონდის „მოძრაობა მომავლისთვის“ წარმომადგენლის თეონა დოლენჯაშვილის ინფორმაციით, უამრავმა კერძო პირმა თუ ორგანიზაციამ გამოთქვა სამომავლოდ აფხაზეთის მკვიდრების დახმარებისთვის მზადყოფნა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ერთგვარი საერთო ფრონტის შექმნა:

„აფხაზეთის მიმართულებით ადრეც გვქონია აქტივობა, მათ შორის – მამუკა ხაზარაძეს ანაკლიიდან და აბსოლუტურად ვაცნობიერებდით რა თემის დელიგატურობას, არ ვახმაურებდით. ამ შემთხვევაში ინფორმაციის განსაჯაროების მიზანი სინერგიის შექმნა და ადგილობრივების რთული მდგომარეობისადმი ყურადღების მიპყრობა იყო: უკვე უამრავი ორგანიზაცია გვიკავშირდება და დახმარების სურვილს გამოთქვამს. ადგილობრივებზე დაყრდნობით ვაცხადებ, რომ საბერიოში ეს პირველი ჰუმანიტარული ტვირთი იყო. წლებია კლინიკა რენტგენის აპარატს ითხოვს. თუ ადგილობრივი კლინიკები ჩვენი აქტივობის გადასაფარად მეტ დახმარებას მიიღებენ, ჩავთვლი, რომ მხოლოდ ამისთვის ღირდა ინფორმაციის გახმაურება ვთვლი, რომ ამად ღირდა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S