Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

27/03/2020 12:11:57 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ "რესპუბოიკის" მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შემოღების შესახებ განკარგულება გამოსცა.

საგანგებო რეჟიმის მოქმედება 28 მარტიდან დაიწყება, ხოლო რა შეზღუდვებს ითვალისწინებს იგი - გამოქვეყნებულ განკარგულებაში დაკონკრეტებული არ არის.

განმარტებულია, რომ კონკრეტული ნაბიჯების ნუსხა კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბმა უნდა წარმოადგინოს კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.

ცნობისთვის: ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების არც ერთ შემთხვევა არ დადასტურებულა. COVID-19-ის გამოსავლენად რუსული წაროების ტესტ-სისტემები აფხაზეთში 20 მარტს შეიტანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S