Accentnews.ge
მალხაზ და მედიკო მაჩალიკაშვილები – საქართველოს წინააღმდეგ: სტრატსბურგში საერჩელი გაიგზავნა

მალხაზ და მედიკო მაჩალიკაშვილები – საქართველოს წინააღმდეგ: სტრატსბურგში საერჩელი გაიგზავნა

06/06/2019 03:37:41 სხვა, სამართალი

დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე გაიგზავნა. 

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, იურისტებმა მოამზადეს 800–გვერდიანი დოკუმენტი, რომელშიც  ძირითადი აქცენტი სპეცოპერაციის არასწორ დაგეგმვაზე, ძალის გადამეტებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე კეთდება. 

მალხაზ მაჩალიკაშვილს იმედი არ აქვს, რომ საქართველოში მისი ვაჟის  მკვლელობის საქმეს გამოიძიებენ.

„ამბობენ, რომ მტკიცებულებები გვაქვსო [თემირლანის წინააღმდეგ]. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, ამ საქმის გაწელვის მიზნით ხდება ამ სიტყვების ხმარება. როგორც ასეთი საქმე გაიგზავნება, მანდ მართლა იმედი მაქვს, რომ სტრასბურგი თავსი სიტყვას იტყვის. სოფლიოს მოვდევ ამათ მხეცობას“- ამბობს მაჩალიკაშვილი.

მაჩალიკაშვილის უფლებებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი იცავს.   

ცნობისთვის: უკვე რამდენიმე თვეა, მაჩალიკაშვილი პარლამენტთან საკუთარი ვაჟის – თემირლანის საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით აქციას მართავს. 

თემირლანი პანკისში ჩატარებული სპეც–ოპერაციისას სასიკვდილოდ დაიჭრა. სუს–ის მტკიცებით, მან სპეცრაზმელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, ოჯახის ცნობით კი ოპერაციისას თემირლანს უბრალოდ ეძინა. მეტიც, ოჯახის ინფორმაციით, რეალურად სუს–ი ოპერაციის ჩატარებას მეზობელ სახლში გეგმავდა, თუმცა მისამართი შეეშალათ.  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S