თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, დადგინდა იმ პირთა ნუსხა, რომლებსაც სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ

28-03-2020 13:10:15 თავდაცვა ,რეკლამა

თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება”.

დადგენილების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, რომელსაც მინიჭებული აქვს უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდება ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდება, დაკავებული თანამდებობის მიუხედავად, უფლებამოსილი იქნება ატაროს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება დამოკიდებული აღარ იქნება მხოლოდ თანამდებობაზე, რაც თავდაცვის სისტემის მაღალი რანგის ოფიცრებს ამ თვალსაზრისით ათანაბრებს სხვა უწყებების (იგივე წოდების მქონე) თანამშრომლებთან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები