
ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
29/03/2020 08:03:50 სამართალი
ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი გურჯაანის საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე, იმყოფება. ექიმები პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ. ქალს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა.
იმავე საავადმყოფოშია მოთავსებული სავარაუდო თავდამსხმელი – 24 წლის ი. ნ., რომელმაც თვითდაზიანებები მიიყენა. მას ფილტვზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
ახალგაზრდა კაცს ბრალს ცოლის დაჭრისა და შვილის მკვლელობის ბრალს სავარაუდოდ, რამდენიმე საათში წარუდგენენ.
ცნობისთვის: მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 28 მარტს მოხდა. ახალგაზრდა კაცმა ცივი იარაღით ჯერ 3 თვის ჩვილი მოკლა, შემდეგ კი ცოლი დაჭრა. გამოძიება სსკ–ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
როგორც ირკვევა, ოჯახი სოფელ ვეჯინში რამდენიმე დღის წინ, საჩხერიდან ჩავიდა. გურჯაანში დაჭრილი ქალის და ცხოვრობდა. ინციდენტის დროს წყვილი ჩვილთა ერთად შინ მარტო იმყოფებოდა.