
აშშ-ში, აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები
06/06/2019 04:04:23 სხვა, მსოფლიო
აშშ-ში, ნიუ მექსიკოს შტატში აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. დაშავებულაგან ორი ჰოსპიტალიზებულია.
როგორც ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, აფეთქება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ფოიერვერკების ტრანსპორტირების დროს, აეროპორტის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ შენობაში მოხდა.