Accentnews.ge
სოხუმი: “ბოლო სამი დღე-ღამის განმავლობაში საზღვარი არავის გადაუკვეთია”

სოხუმი: “ბოლო სამი დღე-ღამის განმავლობაში საზღვარი არავის გადაუკვეთია”

30/03/2020 13:21:59 კონფლიქტები

სოხუმი უარყოფს ქართული მხარის ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიიდან ზუგდიდში კორონავირუსის სიმპტომებით 50 წლის ქალბატონის გადმოყვანის თაობაზე.

«დღეს ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელებში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს აფხაზეთიდან საქართველოში (ზუგდიდში) გადაყვანილია ქალბატონი COVID-19-ის სიმპტომებით. როგორც კი ვირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბმა ეს ინფორმაცია მიიღო, დავუკავშირდით აფხაზეთის უშიშროების სახელმწიფო სამსახურს და გავარკვიეთ, რომ ბოლო სამი დღე-ღამის განმავლობაში საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარი არავის გადაუკვეთია. საზღვარი კარანტინზეა ჩაკეტილი. კიდევ ერთხელ გვსურს, მივმართოთ აფხაზეთის მოქალაქეებს, გულდასმით დააკვირდნენ ინფორმაციის წყაროებს. მსგავს რთულ დროს არაკეთილისმსურველები ფეიქ-ნიუსებს ავრცელებენ, რაც პანიკისა და ქაოსის თესვის დესტქრუქციულ მცდელობას წარმოადგენს, რომლის საბოლოო მიზანი უცნობია. გთხოვთ, იხელმძღვანელოთ მხოლოდ აფხაზეთის რესპუბლიკის ოფიციალური წყაროების ინფორმაციით», – ნათქვამია ოპერატიული შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მისივე ცნობით, ამ დროისთვის აფხაზეთში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არაა გამოვლენილი. ამასთან, დე ფაქტო საზღვრის მომიჯნავე გალის რაიონში კომენდანტის საათი მოქმედებს. ცნობისთვის: ზუგდიდში განაცხადეს, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილია ქალბატონი ხველითა და სიცხით, აქვს თუ არა მას ახალი ტიპის კორონავირუსი – დღეს უნდა გაირკვეს.

«ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს», - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდის სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზის მიდამოებში მდებარე რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში თათბირის დასრულების შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S