
„ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მყოფი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე სრულად მიიღებს იმ მომსახურებას, რომელსაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს უწევს"
30/03/2020 13:45:51 კონფლიქტები
„ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მყოფი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე სრულად მიიღებს იმ მომსახურებას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო თავის მოქალაქეებს უწევს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ენგურის რომელ მხარეს არიან ინფიცირებული ადამიანები და იქ, სადაც გვექნება ამის საშუალება, ჩვენ მივეხმარებით ყველას, როგორც სამედიცინო სერვისებით, ასევე ყველა იმ საშუალებით, რომელსაც დღეს საქართველოს სახელმწიფო უწევს თავის მოქალაქეებს", - განაცხადა გახარიამ.