
30-31 მარტს სანოტარო ბიუროები და იუსტიციის სახლები დაკეტილი იქნება
30/03/2020 14:51:11 სამართალი
30-31 მარტს სანოტარო ბიუროები და იუსტიციის სახლები დაკეტილი იქნება. ამის შესახებ იუსტიციის მინიტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს ყველა სანოტარო ბიურო საქართველოში იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით დაიკეტა. დღეიდან დაიკეტება ყველა ფრონტ ოფისი რეესტრებისა და იუსტიციის სახლებისა, მაგრამ სერვისების გაცემა უნდა გაგრძელდეს, მათ შორის სანოტარო მომსახურების ჩვენ დაგვჭირდება დღევანდელი და ხვალინდელი დღე, რომ შევძლოთ გამოვაქვეყნოთ ის პირობები, რომელშიც რეესტრები გააგრძელებენ შეძლებისდაგვარად მუშაობას, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიღება ყველაფრის მიუხედავად შეძლოთ. გამოქვეყნდება ის ლოკაციებიც, რა თქმა უნდა, ძალიან შეზღუდული ოდენობით, სადაც შესაძლებელი იქნება სანოტარო მომსახურების მიღება და გამოქვეყნდება სია იმ ფილიალებისა ჩვენი ფრონტ ოფისების, რომელიც ასევე იქნება შეზღუდული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.