
"ჩვენს ეკონომიკას არ აქვს იმხელა რეზერვები, რომ თვეების განმავლობაში უმუშევრობისა და ეკონომიკის გაჩერების პირობებში თითოეული მოქალაქე ასუბსიდიროს"
30/03/2020 14:01:45 საშინაო პოლიტიკა
"ჩვენს ეკონომიკას არ აქვს იმხელა რეზერვები, რომ თვეების განმავლობაში უმუშევრობისა და ეკონომიკის გაჩერების პირობებში თითოეული მოქალაქე ასუბსიდიროს", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
„საყოველთაო კარანტინი ნიშნავს იმას, რაც ჩვენ გვინდა ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ. ეს ნიშნავს აკრძალვას სახლიდან გამოსვლის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც დღეს ობიექტური რეალობაა ევროპის ბევრ დედაქალაქში. ჩვენ, საბედნიეროდ, ვთვლით, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას ისე, რომ საბოლოოდ არ შევზღუდოთ ეკონომიკური აქტივობები ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ ვცდილობთ დავიჭიროთ ბალანსი. ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ჩვენს ეკონომიკას არ აქვს იმხელა რეზერვები, რომ თვეების განმავლობაში, უმუშევრობისა და ეკონომიკის გაჩერების პირობებში, ასუბსიდიროს თითოეული მოქალაქე. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. ე.წ საკომენდანტო საათი ნიშნავს, რომ 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ფუნქციონირება შეეძლება მხოლოდ და მხოლოდ აფთიაქებს, სხვას არაფერს, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის მინიმუმი, რისი დათმობაც შეგვეძლო ჩვენ", – განაცხადა გახარიამ.
იხილეთ ასევე: რას ითვალისწინებს საყოველთაო კარანტინი