Accentnews.ge
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

30/03/2020 17:47:46 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთიდან წუხელ ღამით ზუგდიდში გადმოყვანილ ქალს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ დაუდასტურა.

"აქცენტის" ინფორმაციით, ქალი ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვიდან ჩავიდა, აფხაზეთის შესვლისას ტემპერატურა სეუმოწმეს, თუმცა არ შეუფერხებიათ. ქალი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ საოკუპაციო ხაზთან ნათესავმა მიიყვანა, იქიდან კი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სპეციალურად აღჭურვილი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. ქალს ცხელება და ხველა აღენიშნებოდა.

ქალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S