Accentnews.ge
გალისა და ოჩამჩირის ოკუპირებულ რაიონებს შორის გადაადგილება აიკრძალა

გალისა და ოჩამჩირის ოკუპირებულ რაიონებს შორის გადაადგილება აიკრძალა

31/03/2020 05:24:49 კონფლიქტები

მას შემდეგ, რაც გალის ოკუპირებული რაიონიდან ზუგდიდის კლინიკაში გადმოყვანილ ქალბატონს ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება გალისა და ოჩამჩირეს რაიონებს შორის მიმოსვლა შეწყდეს. 30 მარტის 21:00 სთ-ისთვის ხსენებულ რაიონებს შორის პოლიციის კორდონი ჩააყენეს.

50 წლამდე ასაკის ქალბატონი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ერთი დღით ადრე გალის ოკუპირებული რაიონის სოფელ საბერიოდან გადმოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, იგი აფხაზეთში მოსკოვიდან იყო ჩასული. 30 მარტს, საღამოს ლუგარის ლაბორატორიიდან მიიღეს პასუხი: ტესტმა დადებთი შედეგი აჩვენა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქალბატონის ინფიცირებულობის შესახებ ინფორმაციის მიღებამდე, 30 მარტს, მთელი დღის განმავლობაში აფხაზური უშიშროება ირწმუნებოდა, ზუგდიდში არავინ გადაუყვანიათ და საერთოდაც, ბოლო სამი დღე-ღამის განმავლობაში “საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარი არავის გადაუკეთავსო”.

ეს, ოფიციალური ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S