
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა
31/03/2020 09:56:41 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.