Accentnews.ge
მთიან ყარაბაღში ე.წ. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ტარდება

მთიან ყარაბაღში ე.წ. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ტარდება

31/03/2020 10:12:59 კონფლიქტები

კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, არაღიარებულ მთიან ყარაბაღში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

თვითაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის, 12 პოლიტიკური ძალა კი ცდილობს, ე.წ. სახალხო კრებაში არსებული 33 მანდატი მოიპოვოს.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 103 663-ს შეადგენს, მათგან 776 ხმას ერევანში გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცემს. ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, რომ კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით პროფილაქტიკური ზომები მიიღო.

ამასთან, კორონავირუსის პანდემიის გამო დამკვირვებლები და მედიის წარმომადგენლები არჩევნებს არ ესწრებიან, ადგილობრივ ცსკ-ში აკრედიტებულები არიან დამკვირვებლები მხოლოდ თავად მთიანი ყარაბაღიდან და სომხეთიდან.

30 მარტის მდგომარეობით, ოფიციალური ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ იყო აღრიცხული. იგი არ დაუდასტურდა არც ადრე იზოლირებულ სამ მოქალაქეს. მიუხედავად ამისა, არსებობს საერთო შეშფოთება კორონავირუსთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S