
"3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრის აკრძალვა გულისხმობს, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს"
31/03/2020 10:57:01 სამართალი
"3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრის აკრძალვა გულისხმობს, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს" – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
„ამ წესიდან ბუნებრივია, არსებობს გამონაკლისები – ეს არის აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები. სასურსათო მაღაზიაში შეიძლება იმყოფებოდეს სამზე მეტი ადამიანი, მაგრამ აქაც მკაცრი კონტროლი უნდა არსებობდეს. აუცილებლად უნდა იყოს დაცული მინიმუმ, ორმეტრიანი დისტანცია და ჩვენ ვხედავთ, რომ მაღაზიები ამ რეკომენდაციებს კარგად იცავენ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულ შეზღუდვებთან დაკავშირებით აღსრულება მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.