Accentnews.ge
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა მონაწილეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდეს

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა მონაწილეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდეს

01/04/2020 08:22:50 კონფლიქტები

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა მონაწილე მხარეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდეს.

ევროკავშირის, ეუთო-ს და გაერო-ს წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ «ჯანდაცვის სისტემაზე თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად იმისა, სად ცხოვრობენ ისინი და რომელ ენაზე საუბრობენ».

თანათავმჯდომარეებმა მონაწილე მხარეებს მოუწოდეს, “უნდობლობა და მტრობა გვერდზე გადადონ, ანტაგონისტური რიტორიკისგან თავი შეიკავონ და ითანამშრომლონ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების დასახმარებლად”.

როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, ტესტირებასა და მკურნალობაზე თანაბარი წვდომა თოთოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს დე ფაქტო საზღვრების ორივე მხარეს. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რიგით 51-ე რაუნდი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. მოლაპარაკებები, რომლებშიც საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, გაერო-ს, ეუთო-ს და ევროკავშირის, ასევე სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების წარმომადგენები მონაწილეობენ, 31 მარტს-1 აპრილს უნდა გამართულიყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S