Accentnews.ge
„მას შემდეგ, რაც მოვახდენთ იმ პირთა იდენტიფიცირებას, ვინც სამსახური დაკარგა, გვექნება სპეციალური ღონისძებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის”

„მას შემდეგ, რაც მოვახდენთ იმ პირთა იდენტიფიცირებას, ვინც სამსახური დაკარგა, გვექნება სპეციალური ღონისძებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის”

01/04/2020 08:26:28 საშინაო პოლიტიკა

„მას შემდეგ, რაც მოვახდენთ იმ პირთა იდენტიფიცირებას, ვინც სამსახური დაკარგა, გვექნება სპეციალური ღონისძებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

"მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს 3 თვის განმავლობაში მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს. ეს არის თითოეულ მოქალაქეზე მიმართული დახმარება, რისი გადაწყვეტილებაც დღეს მთავრობის ფარგლებში მივიღეთ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. გვესმის, რომ უნდა მოვახდინოთ თითოეული იმ მოქალაქის იდენტიფიციცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და მას შემდეგ, რაც მოვახდენთ მათ იდენტიფიცირებას, გვექნება სპეციალური ღონისძებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის”, - განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S