
გოგი წულაია დააკავეს
01/04/2020 12:28:56 სამართალი
ქუთაისში, პარტია „თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია დააკავეს. არსებული ინფორმაციით, გოგი წულაიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას – პოლიციელისათვის სამსახურებრივი მოვალეობის დროს სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან.
როგორც ცნობილია, წულაიას ბრიფინგი სავალუტო პუნქტების დახურვის თემაზე. ჰქონდა. მისი განცხადებით, გადაწყვეტილებით უამრავი ადამიანი სამსახურის, შესაბამისად – შემოსავლის გარეშე რჩება. გავრცელებული ინფორმაციით, წულაიას ქალაქში პატრულმა მიუთითა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს პროტესტის უფლება არ ჰქონდა. ადგილზე მცირე ინციდენტიც მოხდა და წულაია პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.