ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა

01-04-2020 17:13:03 რეგიონები ,რეკლამა

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში დაინტერესებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებები გაიხსნა. სატენდერო წინადადება 9 პრეტენდენტმა წარმოადგინა. შემდეგ ეტაპზე წრამოდგენილი წინადადებების შერჩევა-შეფასება მოხდება.

აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი 4 ზოლიანი გზის, 11 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. სამუშაოების ვადად 27 თვეა განსაზღვრული. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს.

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. გზა ჩრდილოეთიდან გვერდს აუვლის ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გავა რიკოთის გვირაბთან. ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესია და მოიცავს რამდენიმე გვირაბსა და ხიდს. პროექტის ფარგლებში აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.

ამ დროისთვის, პირველ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მიმდინარე წელს, ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზა გაიხსნება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები