ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის მხარდამჭერ პაკეტზე იმსჯელებენ

01-04-2020 17:22:51 თავდაცვა

2 აპრილს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინისთვის მხარდამჭერი პაკეტის გადაცემაზე იმსჯელებენ,– ამის შესახებ აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში კეი ბელი ჰათჩინსონმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულმა ქვეყნებმა რეფორმები უნდა გააგრძელონ, რათა რუსულ დეზინფორმაციას და ე.წ. ბორდერიზაციას გაუწიონ წინააღმდეგობა.

„ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ საქართველო და უკრაინა ნატო–ს წევრები გახდებიან მომავალში. ჩვენ ასევე გვინდა, რომ მათ რეფორმები გააგრძელონ, რათა შეძლონ რუსული დეზინფორმაციისა დაძლევა და წინააღმდეგობა გაუწიონ მათ ტერიტორიაზე ბორდერიზაციას. რუსეთმა უნდა მისცეს უფლება საქართველოს და უკრაინას ჰქონდეთ სუვერენული მმართველობა. ამ ქვეყნებმა თავად უნდა აკონტროლონ საკუთარი სუვერენული ტერიტორიები და საზღვრები. ჩვენ მოწოდებული ვართ, დავეხმაროთ საქართველოს და უკრაინას, რათა მათ გააგრძელონ პასუხის გაცემა რუსეთის აგრესიაზე, რის შედეგადაც მათ ქვეყნის ნაწილი წაართვეს. ჩვენ ამ ძალისხმევას გავაგრძელებთ. ნატო-ს კარი ღიაა. ამის მაგალითი იყო ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში მიღება. ჩვენ ვეხმარებით პარტნიორებს საქართველოსა და უკრაინას. ჩვენ მათ გადავცემთ პაკეტს და ეს საკითხი განხილული იქნება ხვალ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე. დარწმუნებული ვარ, მინისტრები დაამტკიცებენ პაკეტს, რომლითაც ჩვენ დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს და უკრაინას“, – განაცხადა კეი ბელი ჰათჩინსონმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები