
გაერო-ს განვითარების პროგრამამ აფხაზეთს COVID-19-თან საბრძოლველად დახმარების მეორე პარტია მიაწოდა
01/04/2020 13:51:27 კონფლიქტები
გაერო-ს განვითარების პროგრამამ ოკუპირებულ აფხაზეთს კორონავირუსთან საბრძოლველად დახმარების მეორე პარტია მიაწოდა. იგი შეიცავს 12 000 ქირურგიულ ნიღაბს, ასევე 1780 ლიტრ სადეზინფექციო ხსნარს.
ცნობისთვის: დახმარების პირველი პარტია ორგანიზაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით აფხაზეთს 20 მარტს მიაწოდა. იგი შეიცავდა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების 500 კომპლექტს მედიცინის მუშაკებისთვის, 500 ლიტრ სადეზინფექციო ხსნარს და 600 ლიტრ თხევად საპონს.
«პირველი ინფორმაცია აფხაზეთის მაცხოვრებლების COVID-19-ით ინფიცირებულებთან კოტაქტის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის შემაშფოთებელ სიგნალად უნდა იქცეს. ფართო ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით სამედიცინო პროდუქციის მიწოდებებისა და ინფორმაციის გაცვლის მასშტაბები და ტემპი უნდა გაიზარდოს», - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.
ამავდროულად აფხაზეთში დაიწყო საგანმანათლებლო კამპანია, რომელიც მოსახლეობის ფართო ფენებისთვის კორონავირუსისა და მისგან დაცვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზეა ორიენტირებული.
27 მარტიდან დაწყებული, ადგილობრივი ტელეარხები ყოველდღიურად გადასცემენ სოციალურ ვიდეორგოლებს ჯანმო-ს რეკომენდაციებით. გარდა ამისა, გაერო-მ გამოსცა 14 000 ბროშურა, რომელიც ამჟამად ორგანიზაციის სააგენტოების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ვრცელდება.
საინფორმაციო მასალები რიგდება ყველა რაიონში, შორეული სოფლების ჩათვლით. ბროშურები ასევე გადაეცათ აფთიაქებს , სადაც აღნიშნულ ინფორმაციაზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია. გარდა ამისა, გაერო ჯანმო-ს რეკომენდაციებს სოციალური ქსელითაც ავრცელებს. აფხაზეთის შვიდივე რაიონის მედიკოსებმა მიიღე სწვდომა ჯანმო-ს პროტოკოლებზე, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს კორონავირუსთან ეფექტურად საბრძოლველად.