ლაგოდეხში სასურსათო მაღაზია გაქურდეს

01-04-2020 17:59:38 სამართალი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. მაღაზიის მეპატრონის განმარტებით, დაუდგენელმა პირებმა შენობას სახურავის ნაწილი მოხადეს და შიგნით ამ გზით შეაღწიეს. წაღებულია პროდუქტი, ტკბილეული, თამბაქოს ნაწარმი და ალკოჰოლური სასმელები.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები