კომუნალურების თაობაზე დასმული კითხვები და პასუხები

01-04-2020 21:37:59 საზოგადოება ,ეკონომიკა

1 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მოქალაქეთა ნაწილს, კერძოდ, მათ, ვინც თვეში 200 კილოვატ საათში ელექტროენერგიას და 200 მ3 ბუნებრივ აირს მოიხმარს, კომუნალურ გადასახადებს მარტის, აპრილისა და მაისის ჩათვლით დაუფნანსებს. თანხობრივ გამოხატულებაში 200 კილოვატი საათი მოხმარებული ელექტროენერგია დედაქალაქისა და რეგიონების მასშტაბით დაახლოებით 30-დან 37 ლარამდეა, ხოლო 200 კუბური მეტრი გაზი – დედაქალაქში დაახლოებით 92 ლარი, რეგიონებში – 115 ლარამდე. გადაწყვეტილებამ მომხმარებლებში რიგი კითხვები გააჩინა, რომლებზეც „აქცენტი“ ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის პასუხებს გთავაზობთ.

თუ ელექტროენერგიას ზუსტად 200 კილოვატი საათის ფარგლებში მოვიხმარ და ასევე გაზსაც – 200 მ3–ის ფარგლებში, სუბსიდირება შემეხება?

გადაწყვეტილება ორივე შემთხვევაში 200–ის ჩათვლითაა, ამდენად, ორივე შემთხვევაში, მათ შორის წყლის და დასუფთავსების ნაწილშიც შეგეხებათ.

იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივ აირს 200 მ3–ის ფარგლებში მოვიხმარ, ხოლო ელექტროენერგიას მეტს, ვიდრე სუბსიდირება ითვალისწინებს, გადაწყვეტილება შემეხება?

დიახ. ამ შემთხვევაში მთავრობა მოხმარებული გაზის გადასახადს დაასუბსიდირებს, ელექტროენერგიისას – არა.

თუ ერთი თვის განმავლობაში მეტი მოვიხმარე, ხოლო მეორე თვეში – ნაკლები, სუბსიდირება მეორე თვეში შემეხება?

აუცილებლად.

ითვალისწინებს თუ არა პროგრამა თანადაფინანსებას?

სამწუხაროდ, არა. საუბარია მხოლოდ იმ აბონენტებზე, რომლებიც თვეში 200 კილოვატ საათში ელექტროენერგიას და 200 მ3 ბუნებრივ აირს მოიხმარენ. ამას თავისი ახსნა აქვს: ესენი ძირითადად საშუალო და მოწყვლადი ჯგუფები არიან.

ვის დავუკავშირდე, რომ სუბსიდირება შემეხოს?

ეს მოხდება ავტომატურად – კომპანიის მონაცემების მიხედვით. კომპანია აბონენტების თაობაზე მთავრობას მიაწვდით ინფორმაციას და იმ აბონენტების ანგარიშებზე ჩაირიცხება თანხა.

უკვე გადავიხადე მარტის თვის კომუნალური გადასახადების ნაწილი და როგორ მოვიქცე?

გადახდილი თანხა აბონენტის ანგარიშზე ჩაირიცხება და სამი თვის შემდეგ, როდესაც სუბსიდირება მოიხსნება, აბონენტი მას ჩვეულებრივ რეჟიმში გამოიყენებს. ეს თანხა არ იკარგება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები