"დღევანდელი პროგნოზით, ბიუჯეტში შემოსავლები 3 მილიარდით შემცირდება"

02-04-2020 00:47:37 ეკონომიკა

"დღევანდელი პროგნოზით, ბიუჯეტში შემოსავლები 3 მილიარდით შემცირდება", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა მიმდინარე ხარჯების შემცირებას გეგმავს:

“მიმდინარე ხარჯებში სახლემწიფო წლის ბოლომდე მოახდენს რამდენიმე ასეული მილიონის ეკონომიას. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მჭიდრო და აქტიური კომუნიკაცია მოვიზიდოთ დამატებთი რესურსები საერთაშორისო პარტნიორებთან. აქაც საკმაოდ ეფექტურად ვმოქმედებთ. უახლოეს მომავალში გვექნება შედეგები იმიტომ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო წლის დასაწყისში დაახლოებით 14 მილიარდი ლარის დონეზე, შემოსავლების ნაწილზე ვამბობ, არავინ არ იცის რა იქნება ხვალ, ჩვენი დღევანდელი პროგნოზის შედეგად დასულია დაახლოებით 11 მილიარდზე. ამასთან ერთად, ჩვენ ვალდებული ვართ მხარი დავუჭიროთ ჩვენს სოციალურ ჯგუფებს და ვებრძოლოდ ვირუსს, დავიცვათ ჩვენი მოქლაქეების ჯანმრთელობა, ესეც სერიოზულ თანხებთანაა დაკაშირებული. ამიტომ ჩვენ სერიოზული ეკონომია გვაქვს ბიუჯეტში”.

მისი თქმით, თანხების დაზოგვის მიზნით ასევე შეჩერდება რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი და რიგი ღონისძიებები, რომელიც ტურისტულ ხასიათს ატარებდა:

“მიმდინარე ხარჯების გარდა რამდენიმე ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, საბიუჯეტო ხარჯები, რომელიც სამწუხაროდ ამ წლის ბოლომდე აზრს დაკარგავს. ისეთები როგორიცაა, მაგალითად “ჩექ ინ ჯორჯია”, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იყო ტირიზმის განვითარებაზე, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, სისტემურების გარდა, რომელიც ტურისტულ ხასიათს ატარებდა. ეკონომიკის სამინისტროსაც სერიოზული გეგმები ჰქონდა სხვადასხვა სპორტილი, კულტურული ღონისძიებების, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში. დღეს ჩვენ სხვა გამოწვევები გვაქვს”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები