გახარია – ონლაინ–ვაჭრობაზე: "თუ უსაფრთხოების პირობებს დაიცავენ, მუშაობის ნებართვას მიიღებენ"

02-04-2020 00:55:11 ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ის კომპანია, რომელიც დაიცავს თანამშრომლების უსაფრთხოების და Covid-19-თან ბრძოლასთან დაკავშირებით დაწესებულ მოთხოვნებს, უახლოეს დღეებში მიიღებს ონლაინ–ვაჭრობის გაგრძელების ნებართვას.

"ყველა მივესალმებით იმას, რომ დიდი სავაჭრო ქსელები დისტანციურ მომსახურებაზე გადალაგდნენ და ყველანაირად ხელს შევუწყობთ ამას სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, როგორც საკანონმდებლო დონეზე, გარკვეული შეღავათების დონეზე და ა.შ. არავის არაფერი არ აუკრძალავს, მაგრამ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ იმაზე, რომ მივიდეთ ჯანდაცვის სამინისტროში, ან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, დავინტერესდეთ, რა პირობებია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოება დავიცვათ, ამის შემდგომ მივიდეთ შესაბამის შტაბში და მივიღოთ ეს ნებართვა მუშაობის, არანაირი პრობლემა აქ არ არსებობს და ვერ იარსებებს. მთავრობის ამოცანაა მაქსიმალური სამუშაო ადგილები შენარჩუნდეს, მაგრამ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ - მომსახურების სფეროში ყველაზე დიდი რაოდენობის ადამიანები მოძრაობენ როგორც ბექში, ასევე ყველაზე მეტი შემხებლობა აქვს კლიენტთან, ჩვენს მოქალაქეებთან, ამიტომ, აქ სახელმწიფოზე დაკისრებული ვალდებულებებიდან და ბიზნესის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ელემენტარული უსაფრთხოების პირობების დაცვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ყველა ის კომპანია, რომელიც ამ პირობებს დაიცავს, ვაძლევ გარანტიას, რომ უახლოეს დღეებში მიიღებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელების ნებართვას", – განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები