
პრემიერი: "ოკუპირებული ტერიტორიებიდან 37 მოქალაქეა გადმოყვანილი"
01/04/2020 21:04:14 კონფლიქტები
"ოკუპირებული ტერიტორიებიდან 37 მოქალაქეა გადმოყვანილი", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„დღეის მონაცემებით,ოკუპირებული ტერიტორიებიდან 37 მოქალაქეა გადმოყვანილი. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია მკაფიო და პირდაპირია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ენგურის რომელ მხარეს არსი ინფიცირებული ადამიანი, ესენი ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი საზრუნავები არიან. ამ მიზნის მისაღწევად მოხდა რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის სწრაფად გაშვება ფუნქციონირებაში. არ უნდა იყოს არანაირი სხვაობა სერვისების და მომსახურების სტანდარტში, რომელსაც მოქალაქე მიიღებს, როგორც ცხინვალის რეგიონიდან, ისე ენგურის მეორე მხარიდან. ჩვენ ყველანაირი რესურსის მობილიზებას გავაკეთებთ, რომ სხვაობა ჩვენმა მოქალაქეებმა არ იგრძნონ“,- განაცხადა პერმიერმა.