
პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტ ქალს რინგზე შერკინებაზე უარი უთხრა და ტატამზე გაიწვია
06/06/2019 12:21:24 სხვა, მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ვერ გაბედავდა რინგზე გასვლას ამერიკულ ჟურნალისტ ქალთან , რომელიც ტაილანდური კრივით არის დაკავებული, თუმცა შესთავაზა ტატამზე შერკინება, თან გააფრთხილა, რომ ამ შემთხვვევაში კონკურენტული უპირატესობა ექნება.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ თქვენთან რინგზე შერკინებას გავდებავდი“, – განუცხადა პუტინს „ბლუმბერგის“ საერთაშორისო პოლიტიკის აღმასრულებელმა რედაქტორმა როზალინდ მეტისონმა.
საპასუხოდ პუტინმა მიუგო:„ჯერ ერთი, თავადაც არ გავიდოდი თქვენთან ერთად რინგზე, არა იმიტომ რომ ქალი ბრძანდებით, არამედ იმიტომ, რომ ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. მე კრივით არასოდეს ვყოფილვარ დაკავებული, ტატამზე, კი ბატონო, მზად ვარ თქვენთან ერთად წავიმუშავო, თუმცა ამ შემთხვევაში გარწმუნებთ, კონკურენტული უპირატესობა მექმნება“.