Accentnews.ge
შსს UCKEBA -ს სახელით დაგზავნილი ცრუ შეტყობინებების შესახებ იუწყება

შსს UCKEBA -ს სახელით დაგზავნილი ცრუ შეტყობინებების შესახებ იუწყება

02/04/2020 15:03:50 სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცალკეულ აბონენტებს UCKEBA-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, თითქოს კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაჯარიმდნენ, ეს ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

„ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს UCKEBA-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით: ,,თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge”. ზემოაღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნულ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე მიმდინარეობს შესწავლა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S