Accentnews.ge
აფხაზეთი არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაციის გადადებას არ აპირებს

აფხაზეთი არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაციის გადადებას არ აპირებს

02/04/2020 17:26:34 კონფლიქტები

საგანგებო რეჟიმის მიუხედავად, ოკუპირებულ აფხაზეთში არჩეულ დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ინაუგურაციის გადადებას არ აპირებენ.

ამ საკითხებზე დღეს დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის – ვალერი ბგანბას თავმჯდომარეობით გამართუ სხდომაზე იმსჯელეს.

“ეპიდსაშიშროებისა და მოქმედი საგანგებო რეჟიმის მიუხედავად, სამუშაო ჯგუფმა უკვე დღეს უნდა დაიწყოს მუშაობა ინაუგურაციის ცერემონიის საკონსტიტუციო ნორმების შესაბამისად ჩატარებაზე” – განაცხადა ვალერი ბგანბამ. ცერემონია 23 აპრილისთვის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია დაგეგმილი. გეგმის თანახმად, ღონისძიება 1 საათს გასტანს და მიწვეულთა სია საკმაოდ მწირია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S