
"ცხინვალში სამედიცინო უზრუნველყოფა რა დონეზეა, თავადაც გამოცდილი მაქვს"
02/04/2020 20:36:20 კონფლიქტები
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში სამედიცინო უზრუნველყოფა ძალიან დაბალ დონეზეა და კორონავირუსის აფეთქების შემთხვევაში ცხინვალის მკვიდრთა დიდ ნაწილს მკურნალობა კონტროლირებად ტერიტორიაზე მოუწევს.
"რუსეთის პოლიტიკიდან გამომდინარე, როგორც რუსეთში, ისე ცხინვალში და ალბათ აფხაზეთში, მიდის ინფორმაციის დაფარვა და შეიძლება, მოსახლეობაც არ არის სწორად ინფორმირებული, რა საშიშროება ელოდებათ. სამედიცინო უზრუნველყოფა რომ ძალიან დაბალ დონეზეა [ოკუპირებულ ცხინვალში], სამწუხაროდ, თავადაც გამოცდილი მაქვს და ვიცი. ღმერთმა დაიფაროს, თუ იქ კორონავირუსის აფეთქება მოხდა, მოსხლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს მკურნალობა ჩენს მხარეს დასჭირდება. ამას გამართლებულად ვთვლი, რადგან ეს ამ ხალხთან პირდაპირი და პირადი ურთიერთობის დამყარების საშუალება იქნება, სამწუხაროდ, ამ ცუდი მიზეზით. ალბათ, ამის აფიშირება საჭირო არაა, მაგრამ მათი მკურნალობა ისევე უნდა ჩატარდეს, როგორც საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების",– განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.