Accentnews.ge
„24 საათიან რეჟიმში მუშაობენ სამინისტროს თანამშრომლები. ეს არის პატრიოტიზმი, მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს“

„24 საათიან რეჟიმში მუშაობენ სამინისტროს თანამშრომლები. ეს არის პატრიოტიზმი, მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს“

03/04/2020 07:56:03 პოლიტიკა, რეკლამა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, სამინისტროს თანამშრომლებს 24-საათიან რეჟიმში მუშაობისთვის და გამოვლენილი პატრიოტიზმისთვის მადლობას უხდის. მისივე განმარტებით, ეს ადამიანები ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებიან.

„ჩემს თანამშრომლებს მადლობა მინდა გადავუხადო, საგანგებო ვითარებაში მუშაობისთვის. სამინისტროში შექმნილია საგანგებო სამუშაო ჯგუფი. ბევრი ჩვენი თანამშრომელი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. ეს ადამიანები არიან ფრონტის წინა ხაზზე - საველე სამუშაოებს ასრულებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები; სავაჭრო ობიექტებში ახდენენ მონიტორინგს და, ასევე, სამართალდამცავებთან ერთად, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფაში არიან ჩართული გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები. მათ, რა თქმა უნდა, რთულ პირობებში უწევთ მუშაობა; 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლები. ეს არის პატრიოტიზმი. მადლობა ვუხდი თითოეულ მათგანს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

აღნიშნულ კომენტარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S