
„ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც ვერ იაზრებს, ქვეყანაში რა შეიძლება, მოხდეს“
03/04/2020 10:21:10 ციტატა
„სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი მაინც ვერ იაზრებს, რასთან გვაქვს საქმე. ვერ იაზრებს, რა შეიძლება, ქვეყანაში მოხდეს, თუ მაქსიმალურად არ დავემორჩილებით როგორც რჩევებს, ასევე ქვეყამაში გამოცხადებულ საკარანტინო ზომებს“.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.