
არის თუ არა ტემპერატურა 37 გრადუსზე შეშფოთების საფუძველი –იმნაძის განმარტება
03/04/2020 10:28:53 ციტატა
„არსად წერია, რომ 37 გრადუსი ტემპერატურა არის ის, რომელზეც ადამიანი უნდა შეშფოთდეს. 37,5 და მეტი როდესაც იქნება...ადამიანმა კონსულტაცია უნდა მიიღოს. მარტო ესეც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს საეჭვო [კორონავირუსისთვის] შემთხვევა იყოს“.
ამის შესახებ დააავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.
ცნობილია, რომ მოქალაქეები მსგავსი ტემპერატურის პირობებშიც რეკავენ 112–ში.