სოფელ კურდღელაურში სარწყავი არხი  იწმინდება

03-04-2020 15:56:55 რეგიონები ,რეკლამა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სოფელ კურდღელაურში, ნატანი მასისგან და შლამისგან, ასევე საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, მაგისტრალური არხის 2900 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმს გააუმჯობესებს.

დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 37 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები