![ბრიტანეთის ელჩმა ელისაბედ II-ის დაბადების დღის წვეულებაზე ილია ჭავჭავაძის სიტყვები გაიხსენა [VIDEO]](https://accentnews.ge/storage/files/1543.jpg)
ბრიტანეთის ელჩმა ელისაბედ II-ის დაბადების დღის წვეულებაზე ილია ჭავჭავაძის სიტყვები გაიხსენა [VIDEO]
06/06/2019 17:46:19 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი", - საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა დედოფალ ელისაბედ მეორის დაბადების დღის წვეულებაზე ილია ჭავჭავაძის სიტყვები წარმოთქვა. ვიდეო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.
ბრიტანეთის საელჩოში მიმდინარე წვეულებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები, სტუდენტები, ბრიტანული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულები ესწრებიან.