"პრემიერმა ბრძანა, რომ ხელისუფლება მზადაა, ჩვენი შეთავაზება მიიღოს"

03-04-2020 19:03:17 საშინაო პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დახმარებას კიდევ ერთხელ სთავაზობს.

როგორც პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას უფასო რეისების განხორციელება ცოტა ხნის წინ შესთავაზა და უარი მიიღო. თუმცა, მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ დახმარებაზე მზაობა გამოთქვა:

"ცოტა ხნის წინ სამწუხაროდ, ხელისუფლებისგან ცივი და მტკიცე უარი მივიღეთ. დაიკარგა ძვირფასი დრო, საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ზოგიერთ ადგილას, ჩვენს საელჩოებთან პოლიციიის მობილიზებაც კი გახდა საჭირო იმისთვის, რომ ამ ადამიანების კანონიერი პროტესტი შეეწყვიტათ. გუშინწინ ერთი-ერთი ტელეარხის საშუალებით პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ ხელისუფლება მზად არის ჩვენი შეთავაზება მიიღოს და ასეთი რეისები განახორციელოს. თავიდან მოგვიწია ყველა მოლაპარაკების ჩატარება".

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, უფასო რეისების განსახორციელებლად ხელისუფლებასთან კონსულტაციებისთვის და მათთვის გამზადებული რეისების გადაბარებისთვის მზად არიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები