Accentnews.ge
ბიბილოვი: “პანიკიორები სამსახურს დაკარგავენ!”

ბიბილოვი: “პანიკიორები სამსახურს დაკარგავენ!”

03/04/2020 18:06:51 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით პანიკის მავნებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და მასთან ბრძოლის ორიგინალურ ხერხს მიმართვას: ყველა დასაქმებულს, რომელიც “პანიკას მიეცემა”, სამსახურიდან დათხოვნით ემუქრება.

“პანიკის ადგილი არ არის გემზე, რომელზეც შენთან ერთად სხვებიც იმყოფებიან. თუ ვინმე, მათ შორის სახელმწიფო მოხელე, მათ შორის მედიკოსი უკვე დღეს შეუშინდა ჯერ არარსებულ ვირუსს და ამის გამო სამსახურში არ გადის, იგი სამსახურს დაკარგავს!” - წერს ბიბილოვი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” პირად გვერდზე.

ცნობისთვის: ოფიციალური ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ამ დრომდე არ გამოვლენილა. დე ფაქტო პრეზიდენტის განრისხების საბაბად ცხინვალის “მრავალპროფილური სამედიცინო რესპუბლიკური საავადმყოფოს” თანამშრომელი, ქირურგი ვლადისლავ ვალიევი იქცა: მედიკოსმა განუცხადა კლინიკის დირექციას, რომ სამსახურში არ გავიდოდა იმ პირობებში, როცა მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის ფონზე საავადმყოფში ინდივიდუალური დაცვის საშუალებები არ მოიპოვება.

ცნობისთვის: საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ოკუპირებულ რეგიონებს დახმარება რამდენჯერმე შესთავაზა. ცხინვალის რეგიონში ჩასვლა და დახმარების ჩატანა სურდათ გაერო-ს შესაბამისი პროგრამის წარმომადგენლებსაც, თუმცა ცხინვალის რეჟიმმა მათი მიღება არ ისურვა და განაცხადა, რომ "ყველაფერში რუსეთი დაეხმარება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S