
7 ივნისს თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება შეეზღუდება
07/06/2019 03:25:06 სხვა, საზოგადოება
თბილისის რიგ ქუჩებს წყლის მიწოდება შეეზღუდება. როგორც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იუწყება, გეგმავს ტექნიკურ სამუშაოების განახორციელებს, რისთვსაც მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი. აქედა გამომდინარე 14:00 სთ-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში: იყალთოს გორას, იყალთოს ქუჩას, შესახვევებს და ჩიხებს, ნატახტარის, პანკისის, ქარელის, ლიხაურის, წინაუბნის, ტუსკიას ქუჩებს.
წყლის მიწოდება შეეზღუდება ისნის რაიონსაც. 22:00 სთ-დან 8 ივნისის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდებათ:
იუნკერთა ქუჩას, ჰოსპიტლის ქუჩას და შესახვევს, წერნაქის ქუჩას და შესახვევს, ნავთლუღის ქუჩა N12,14,16 და N21-დან 45-ის ჩათვლით.