"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაუჩერების დარიგებისკენ მოუწოდებს

04-04-2020 16:02:46 საშინაო პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაუჩერების დარიგებისკენ მოუწოდებს. საუბარია მიზნობრივ ვაუჩერზე, რომელსაც სოფლად მცხოვრები ადამიანები სასოფლო სამეურნეო საჭიროებისათვის დახარჯავენ.

პარტიის განცხადებით, ვაუჩერიებს პროგრამა ხელისუფლებას 132 მილიონი ლარი დაუჯდება.

"ვთავაზობთ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეიქმნას სოფლის მეურნეობის ვაუჩერი, რომელიც ბიუჯეტს შესაძლოა, 132 მილიონი ლარი დაუჯდეს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. სწორედ ასეთი გამოცდილებები აქვს ჩვენს ქვეყანას არაერთი სტიქიისა და სხვადასხვა პრობლემიდან გამომდინარე. ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ ადამიანების დახმარება," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბოტკოველმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები