ერთ-ერთი ახალი ინფიცირებული სპორტსმენია, რომლის კონტაქტების მოძიება სამეგრელოში მიმდინარეობს
04/04/2020 13:14:50 საზოგადოება
ახალი კორონავირსით ინფიცირებული ერთ-ერთი ახალი პაციენტი სპორტსმენია, რომლის კონტაქტების მოძიებაც სამეგრელოში მიმდინარეობს.
„ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი და რომელიც ამჟამად თბილისში, კლინიკაში იმყოფება, 27 მარტს იმყოფებოდა ჩვენს რეგიონში. რამდენიმე ადგილზე ფიქსირდება მისი კონტაქტები, როგორც ზუგდიდში, წალენჯიხის რაიონის ორ სოფელში, ასევე, ჩხოროწყუს რაიონში. ყველა ამ კონტაქტების უმრავლესობა უკვე გამოვლენილია და მოქალაქეებს გადავიყვანთ კარანტინში“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.


