
"შემიძლია, რუსეთთან კარგი ურთიერთობა მქონდეს"
07/06/2019 04:24:47 სხვა, მსოფლიო
რუსეთთან ურთიერთობები სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის წარმოებულმა გამოძიებამ გააფუჭა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ტელეკომპანია „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპის თქმით, ამ ურთიერთობის გამოსწორების შანსი არსებობს.
„ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს კარგი ურთიერთობა რუსეთთან. მიმაჩნია, ეს ურთიერთობები დაზარალდა ალქაჯებზე ნადირობის შედეგად. შემიძლია, რუსეთთან კარგი ურთიერთობა მქონდეს “, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.