Accentnews.ge
ტრამპი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ისევ გეგმავს

ტრამპი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ისევ გეგმავს

07/06/2019 05:16:03 სხვა, მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ისევ გეგმავს,- ინფორმაციას გამოცემა Hill ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ტრამპს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მექსიკისთვის ტარიფების გაფართოების მიზნით სურს. მკაცრ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მექსიკის საზღვარზე არსებული მდგომარეობით ხსნის და ამბობს, რომ არალეგალური მიგრაციისა და ნარკოტიკების კონტრაბანდისტების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებაა აუცილებელი.

მანამე ცნობილი გახდა, რომ მექსიკაში აშშ-სკენ მიმავალი მიგრანტების ქარავანი შეაჩერეს. მექსიკამ ქვეყნის სამხრეთით, გვატემალასთან საერთო საზღვარზე ეროვნული გვარდიის ექვსი ათასამდე სამხედრო განათავსა. 

პარალელურად, მექსიკურ საქონელზე ტარიფების დაწესებისა და არალეგალური მიგრაციის საკითხებზე ვაშინგტონში აშშ-სა და მექსიკას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

რამდენიმე დღის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ 10 ივნისიდან მექსიკიდან ყველაზე საქონელზე 5%-იანი ტარიფი დაწესდება, რომელიც ყოველთვე 5%-ით გაიზრდება, სანამ ის 25%-ს არ მიაღწევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S