«ის რეალობა, რომელიც დღემდე იყო, აღარასოდეს იქნება… ეს არის ევოლუციის ნახტომი სულ სხვა რეალობაში»

06-04-2020 11:54:40 ინტერვიუ

როგორც შევინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე პანდემიის დროს? როგორ ცვლის იგი ადამიანსა და კაციობრიობას? დაუბრუნდება თუ არა მსოფლიო ჩვეულ ცხოვრებას და თუ არა, როგორი იქნება ახალი რეალობა? - ამ და სხვა საკითხებზე ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე ასმოლოვი საუბრობს.

- რამდენად დიდხანს შეიძლება, შეინარჩუნოს ადამიანმა მობილიზებულობა, დარჩეს კარანტინში, დაიცვას უსაფრთხოების ყველა ზომა? არსებობს მოსაზრება, რომ დროთა განმავლობაში ადამიანები გადაიღლებიან და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების დაცვას შეწყვეტენ…

- იძულებითი იზოლაციის ან თვითიზოლაციის პირობებში ყოფნა სრულად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად აცნობიერებს ადამიანი, რისთვისაა ეს ყველაფერი, რაში მდგომარეობს ამის აზრი, - რომ ეს უნიკალური და უმნიშვნელლოვანესი პირობაა მისი და მისი ახლობლების სიცოცხლის გადასარჩენად. მეორე: თითოეული ჩვენგანი ინდივიდუალური თვისებებით ხასიათდება და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორი ინდივიდუალურობით, მოტივებით, ფასეულობებით, ფსიქოლოგიური მდგრადობით ცხოვრობს ესა თუ ის ადამიანი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის მედეგობაზე, სამოტივაციო და ფასეულობით პოტენციალზე, იმაზე, რამდენად ფართეა მისი შემეცნებითი ინტერესების პალიტრა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, დავკავდეთ ონლაინ-განათლებით, ონლაინ-მუშაობით, ვიზრუნოთ შვილებზე და «შვილიშვილებზე. ეს არის დრო, როდესაც შეგვიძლია, ვუთხრათ სიცოცხლეს “კი” და არ ვიქცეთ ადამიანად, რომელიც ხელს წევს და ჰნებდება კრიტიკულ სიტუაციას.

- ამჟამად ბევრისთვის ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი ისაა, როგორ აისახება პანდემია ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე… და როგორ შეგვცვლის იგი ჩვენ – ადამიანებს?

- არსობრივად, პანდემიის ვითარება – ეს პლანეტარულ იდენტობაზე კაცობრიობის შემოწმების სიტუაციაა. ჩვენ აღმოვჩნდით ნოეს კიდობანის ახალ ვარიანტში, ახალ რეალობაში. ის რეალობა, რომელიც ადრე იყო, აღარასოდეს იქნება. ჩვენ სრულიად ახალ სამყაროში ვიცხოვრებთ, ეს არის ევოლუციის ნახტომი სხვა რეალობაში. ამ ვითარებაში საკვანძო ფასეულობა ურთიერთდახმარება, კოოპერაცია, სოლიდარობაა. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ერთობის წყალობით იხსნება ახალი შესაძლებლობები და რაოდენ ბევრი სტერეოტიპითაც არ უნდა ვყოფილიყავით დღემდე გაჟღენთილები, ჩვენიანებზე და სხვისიანებზე დაყოფა უნდა დასრულდეს

- სადღეისოდ პრობლემის უამრავი კონსპიროლოგიური ვერსია გენერირდება. იგივე რუსეთში, მაგალითად, სოცქსელების მომხმარებლები, პოლიტიკოსები, მედია ირწმუნებიან, რომ პანდემია ხელოვნურადაა გამოწვეული….. რატომ ხდება ეს? რატომ არის ამხელა მოთხოვნა მტრუოლ სამყაროზე?

- ჩვენი საზოგადოება დიდხანს იმყოფებოდა კონსპიროლოგიური კონცეფციების ტყვეობაში. მათ აქტიურად აღვივებდა ტელევიზიაც, ყველგან და ყველაფერში მტრის ხატების ძებნა ხდებოდა... მოუსმინეთ ჩვენი ტელეწამყვანების ადრინდელ საუბრებს, ნახეთ ადრინდელი ტელესიუჟეტები და მიზეზს თავადაც მიხვდებით.

პანდემია -ეს არის მოვლენა, რომელიც რთულ მუტაციებს, ადამიანსა და ბუნებას შორის წონასწორობის რღვევას უკავშირდება და თუ ბუნებას ვაცხადებთ შეთქმულების მონაწილედ, არ ვიცი...

- მედიკოსები ხშირად აღნიშნავენ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომატრეობის გაუარესებას იმ შფოთვის, შიშის გამო, რომელსაც თავს ვერ აღწევენ. არაერთი ოჯახი, რომელიც დღემდე მეგობრულად ცხოვრობდა. იზოლაციის პირობებში ისე იწყებენ მოქცევას, როგორც ობობები ქილაში. რა რჩევებს მისცემდით ამ ვითარებაში ადამიანებს, რომლებმაც სულიერი სიმშვიდე დაკარგეს?

- ამ ვითარებაში ერთიანი რჩევის მოცემა ძნელია. თუმცა უკვე შემუშავებულია ფსიქოლოგიური დახმარებისა და რჩევების არაერთი სპეციალური პროგრამა. ამოქმედებულია “ცხელი ხაზები”. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სიკვდილის მოლოდინით გამოწვეული სტრესი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია პლანეტაზე. ნუ კონცენტრირდებით საკუთარ შფოთვაზე, ნუ თარსავთ საკუთარ თავს, მაქსიმალურად დაკავდით ნებისმიერი სასარგებლო, საინტერესო, სასიამოვნო საქმიანობით, ისარგებლეთ კარგი შესაძლებლობით, გაიღრმავოთ ცოდნა, დაკავდეთ რაიმე სასარგებლოთი, რაც სამომავლოდ გამოგადგებათ და, რაღა თქმა უნდა, კვლავ დაუახლოვდეთ ოჯაზის წევრებს, რომლებსაც პანდემიამდე მოუცლელობის გამო ფაქტობრივად ვერც ხედავდით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები