თიბისი შექმნილ ვითარებაში ყველა თანამშრომელს შეინარჩუნებს

06-04-2020 16:13:52 საზოგადოება ,რეკლამა

თიბისის გადაწყვეტილებით, 2020 წლის განმავლობაში გლობალური პანდემიითგამოწვეული მიზეზებით არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდება.თიბისის გუნდის ყველა წევრი შეინარჩუნებს სამსახურს.

ასევე, თიბისისმენეჯმენტი მიმდინარე წელს უარს ამბობს საბონუსე კომპენსაციაზე, რაცროგორც წესი, ანაზღაურების 70%ია.ამ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა მაქსიმალურად მოკლე დროშიკომპანიის თანამშრომლების დისტანციურ და ციფრულ მოდელზე ეფექტიანადგადაყვანის გზით, ასევე, მენეჯმენტის მიერ წლიური ბონუსების დათმობისხარჯზე.

თიბისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რეპუტაციულად მყარიდამსაქმებელი კომპანიაა და ჯამში 7000-მდე ადამიანს ასაქმებს. კომპანიისთვისპრიორიტეტულია, გუნდი წევრებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობისა დაფიზიკური თუ ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვა და შენარჩუნება.

„ჩვენ კარგად გვესმის, თუ რა რთულ დროში გვიწევს გადაწყვეტილებებისმიღება, რამდენად მნიშვნელოვანია სამუშაოს შენარჩუნება ჩვენი გუნდისთითოეული წევრისთვის და მათი ოჯახებისთვის. თიბისის კულტურა სწორედურთიერთმხარდაჭერის და გვერდში დგომის ფასეულობებზე დგას. მივიღეთგადაწყვეტილება, რომ არც ერთ თანამშრომელს არ გავათავისუფლებთ კრიზისისმიზეზით 2020 წლის განმავლობაში და მაქსიმალურად შევეცდებით,გავუმარტივოთ მათ ცხოვრება ამ რთულ პერიოდში. ამასთან გადავწყვიტეთ, რომმენეჯმენტი წელს არ აიღებს საბონუსე კომპენსაციებს, რაც წლიურიანაზღაურების 70 %.ჩვენ დიდი ხანია ვახორციელებთ კომპანიის უპრეცედენტო ციფრულტრანსფორმაციას, ეს ჩვენი სტრატეგიაა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცაშექმნილმა რეალობამ ეს პროცესი ძალიან დააჩქარა. დარწმუნებული ვართ, რომ ამკრიზისიდან ჩვენ უფრო მოქნილები და ძლიერები გამოვალთ და კიდევ უფრომეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდება სამომავლოდ ჩვენი მისიისშესასრულებლად,” - განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. .

ახალი ამბები

სხვა სიახლეები