კარანტინისა და თვითიზოლაციის პირობებში ოჯახური ძალადობა საგრძნობლად იზრდება

06-04-2020 18:53:14 სამართალი

ახალი ტიპის კორონავირუსთან საბრძოლველად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შემოღებული კარანტინისა და თვითიზოლაციის პირობებში ოჯახურმა ძალადობამ საგრძნობლად იმატა, - აცხადებს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში.

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შიშის, ეკონომიკური და სოციალური ზეწოლის ზრდის ფონზე მოწმენი ვხდებით ოჯახში ძალადობის შემაძრწუნებელი ფაქტების რაოდენობის რამდენიმეჯერადი ზრდისა. ბევრ ქვეყანაში ამ კუთხით ქალთა მიმართვიანობა გაორმაგდა. ამ ფონზე სამართალდამცველი და სამედიცინო ორგნოების თანამშრომლები გადატვირთულები არიან და ოჯახური ძალადობის ახალი აფეთქების ჩასახშობად ძალები აშკარად არასაკმარისია” – ნათქვამია მის მიერ “ტვიტერში” განთავსებულ ვიდეომიმართვაში.

პრობლემის გადასაჭრელად გაერო-ს გენმდივანი ხელისუფლებებს იმ არაკომერციული ორგანიზაციების დაფინანსებას სთავაზობს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით მუშაობენ, ასევე საავარიო სისტემების მონტაჟს ძალადობის შესახებ მომენტალური შეტყობინებების მისაღებად მაღაზიებიდან, აფთიაქებიდან და სხვა ობიექტებიდან, ასევე თავშესაფრების სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებთან გათანაბრებას.

ცნობისთვის: რუსეთში ცხრა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლებთან მუშაობენ, უკვე მიმართეს ხელისუფლებას თხოვნით, სასწრაფოდ მიიღოს ზომები კარანტინის პირობებში დაზარალებულთა დასაცავად და დასახმარებლად. ზოგიერთი გათვლით, ამჟამად კარანტინში ან თვითიზოლაციაში პლანეტის მოსახლეობის მესამედი – დაახლოებით 2,6 მილიარდი ადამიანი იმყოფება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები