სახალხო დამცველი საკარანტინო ზონების მონიტორინგს იწყებს

07-04-2020 11:45:17 სამართალი

სახალხო დამცველი საკარანტინო სივრცეების მონიტორინგს იწყებს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეისწავლიან ყველა ადგილს, სადაც პირთა სავალდებულო მოთავსება ხორციელდება.

გაკონტროლდება საკარანტინო სივრცეების პირობები, ჯანდაცვის სერვისის, მათ შორის ფსიქოლოგიური უზრუნველყოფის საკითხი, ადამიანის უფლებების დაცვის ზოგადი სტანდარტები, მოწყვლად ჯგუფთა საჭიროებები და სხვა მნიშვნელოვანი გარანტიების პრაქტიკაში რეალიზაცია.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მონიტორინგის მიზანია ინდივიდუალური საჭიროებების დროული გამოვლენა და სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

"მივაქცევთ ყურადღებას, როგორც ინდივიდუალურ საკითხებს, ასევე ჯგუფურ საკითხებს. ასევე ყურადღებას მივაქცევთ ფსიქოლოგიური თანადგომის საკითხს. მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ და ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ კონფიდენციალურობას," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები