
„სტოლტენბერგი ჩემი ფანია“
07/06/2019 07:14:23 სხვა, მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, NATO-ს გენერალური მდივანი მისი ფანია.
ამის შესახებ ტრამპმა საფრანგეთში ვიზიტისას მეორე მსოფლიო ომის დროს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„თუ თქვენ NATO-ს ბიუჯეტში შესულ თანხებს დააკვირდებით ბოლო 15 წლის განმავლობაში, ნახავთ, რომ იგი მცირდებოდა, შემდეგ კი უცებ მკვეთრად გაიზარდა. გენერალური მდივანი სტოლტენბერგი ალბათ, ყველაზე დიდი ფანია ტრამპის. მან ერთ დღეს საუბრისას თქვა, რომ დონალდ ტრამპის გარეშე, ნამდვილად არ იქნებოდა არანაირი NATO“,- განაცხადა ტრამპმა.