პრეზიდენტმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით 9 მსჯავრდებული შეიწყალა

07-04-2020 12:45:16 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა.

"საქართველოს პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი, ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება. ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს", – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინიდტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები